NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე: უკრაინაში ომის მეორე ეტაპი გარდაუვალია, ხოლო კონფლიქტის ეტაპი ბევრად უფრო რთული და სისხლიანი იქნება

"უკრაინაში ომის მეორე ეტაპი გარდაუვალია, ხოლო კონფლიქტის ეტაპი ბევრად უფრო რთული და სისხლიანი იქნება", - ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, მირჩა ჯოანემ განაცხადა.

„ადგილი აქვს ომის პირველ ეტაპზე მიყენებული მასიური დანაკარგების შევსებასა და ლოგისტიკისა და სამხედრო მომზადების პრობლემების აღმოფხვრას. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ომის მეორე ეტაპი გარდაუვალია, რომელიც ძალიან სისხლიანი იქნება. ომის ეს ეტაპი უფრო რთული იქნება. ასე რომ, ჩვენი შეფასებით, ჩვენ შევდივართ ამ ომის მეორე, კიდევ უფრო რთულ ეტაპში“, - განაცხადა მან.

ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.

ასევე წაიკითხეთ:

ვლადიმერ პუტინი: ჩვენი მთავარი მიზანია დონბასში ხალხის დახმარება