დიდმა ბრიტანეთმა სანქცირებულთა სიაში რუსეთის 200-ზე მეტი ახალი ფიზიკური და იურიდიული პირი შეიყვანა

დიდმა ბრიტანეთმა სანქცირებულთა სიაში რუსეთის 200-ზე მეტი ახალი ფიზიკური და იურიდიული პირი შეიყვანა.

სანქცირებულთა სიაში ასევე მოხვდნენ მრავალპროფილური ჰოლდინგის „ალიანს ჯგუფის“ ხელმძღვანელი მუსა ბაჟაევი და რუსეთში მოღვაწე აზერბაიჯანული წარმოშობის ბიზნესმენი ფარჰად ახმედოვი.

ამასთან, სანქცირებულთა სიაშია ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პირი, უმაღლესი რადას ყოფილი დეპუტატი ვიქტორ მედვედჩუკი, რომელიც სახელმწიფო ღალატშია ბრალდებული და გასულ დღეს დააკავეს უკრაინის სპეცსამსახურებმა.

ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.