ფინეთის პრემიერ-მინისტრი: ფინეთი NATO-ს წევრობის შესახებ გადაწყვეტილებას რამდენიმე კვირაში მიიღებს

ფინეთი NATO-ს წევრობის შესახებ გადაწყვეტილებას კვირებში მიიღებს და არა თვეებში, – ამის შესახებ ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, სანა მარინმა განაცხადა.

ფინეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, არ არსებობს რამე სახის გრაფიკი, მაგრამ უკრაინაში რუსეთის შეჭრით ყველაფერი შეიცვალა.

„ყველა საპარლამენტო ჯგუფს და ასევე პრეზიდენტს ექნება შესაძლებლობა მიიღოს გადაწყვეტილება უახლოეს კვირებში. ჩვენ გავაღრმავეთ პარტნიორობა ნატო-სთან ერთად მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკანონოდ მოახდინა ყირიმის ანექსია. განსხვავება პარტნიორობასა და წევრობას შორის ძალიან ნათელია და ასე დარჩება.

არ არსებობს სხვა გზა, რომ გქონდეს უსაფრთხოების გარანტიები, გარდა NATO-ს შეკავებისა და საერთო თავდაცვის პირობებში, რაც გარანტირებულია NATO-ს მე-5 მუხლით. ეს არის დებატები, რომელიც უნდა გაიმართოს პარლამენტში. დასკვნა ახლა პარლამენტს გადაეცემა, რომელიც დამუშავებას სწორედ აღდგომის შესვენების შემდეგ დაიწყებს“, – თქვა სანა მარინმა.