რუსეთმა აშშ-ის კონგრესის 398 წევრს საპასუხო სანქციები დაუწესა

რუსეთმა აშშ-ის კონგრესის 398 წევრს საპასუხო სანქციები დაუწესა და პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა.

ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კანადის 105 სენატორიდან ე.წ. შავ სიაში 87 სენატორი შეიყვანა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის დუმის 328 დეპუტატი „შავ სიაში“ უკრაინაში შეჭრის გამო შეიყვანა.

ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.