უკრაინის საზღვაო ქვეითთა მეთაური: მარიუპოლში კრიტიკული სიტუაციაა

"მარიუპოლში კრიტიკული სიტუაციაა", - ამის შესახებ უკრაინის საზღვაო ქვეითთა 36-ე ბრიგადის მეთაურმა, მაიორმა სერგეი ვოლინამ განაცხადა.

36-ე ბრიგადის მეთაურმა გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“-ს უთხრა, რომ 15 აპრილის დილის მდგომარეობით, მარიუპოლის დამცველები განაგრძობენ მტერთან სასტიკ ბრძოლას, მოწინააღმდეგე კი, ისევ აგრესიულ შეტევაზეა.

"მარიუპოლის განბლოკვა ჯერ კიდევ შესაძლებელია გამოცდილი მეთაურების და აუცილებელი საშუალებების უმოკლეს დროში მობილიზების შემთხვევაში", - განაცხადა უკრაინის საზღვაო ქვეითთა 36-ე ბრიგადის მეთაურმა.


შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა.


ასევე წაიკითხეთ:

უკრაინის შეიარაღებული ძალები: ბოლო 24 საათში დონბასში რუსი ოკუპანტების 8 შეტევის მოგერიება შევძელით