რომან აბრამოვიჩს საფრანგეთის სანაპიროზე ძვირადღირებული ვილა ჩამოართვეს

რომან აბრამოვიჩს სასახლე საფრანგეთის პოლიციამ მილიარდერის აქტივების დაყადაღების ფარგლებში ჩამოართვა, იტყობინება Le Parisien-ი. საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტრომ ოთხშაბათს განაცხადა, რომ დაყადაღებულია სანქცირებული ოლიგარქების საკუთრებაში არსებული ოთხი იახტა და ექვსი ვერტმფრენი. მათ შორის არის აბრამოვიჩის ქონებაც.

ერთ-ერთია ფრანგულ რივიერაზე, კანსა და ნიცას შორის, კაპ დ'ანტიბში მდებარე სასახლე, რომლის აღსადგენად აბრამოვიჩმა 110 მლნ დოლარამდე დახარჯა. 

სასახლე 1920 წელს ბერძენმა მილიარდერმა, არისტოტელე ონასისმა ააშენა. 1970-იან წლებში ის ხანძრისას დაზარალდა.