მიხაილო პოდოლიაკი: რუსეთი ბომბავს ჩვენს ქალაქებს, კარგია, რომ დანარჩენ ევროპას არ ესმის ეს საშიში ხმები

რუსეთი ბომბავს ჩვენს ქალაქებს ყოველ ღამით, რათა დააშინოს და მოკლას. კარგია, რომ დანარჩენ ევროპას არ ესმის ეს საშიში ხმები, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.

„52 ღამე ასობით ათასი უკრაინელი ისმენს განაშისა და რაკეტების საშინელ ხმას. არავინ იცის სად დაეცემა ისინი და ვის მოკლავს, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი ბომბავს ჩვენს ქალაქებს ყოველ ღამით, რათა დააშინოს და მოკლას. კარგია, რომ დანარჩენ ევროპას არ ესმის ეს საშიში ხმები“,- განაცხადა პოდოლიაკმა.


ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.


ასევე წაიკითხეთ:

ვოლოდიმირ ზელენსკი: ომის დაწყებიდან დღემდე, 2500-3000 უკრაინელი სამხედროა მოკლული