ირაკლი ღარიბაშვილი: დაღუპული მეომრების სახელით სპეკულირება არის უზნეო საქციელი, რაც მევალებოდა მე, როგორც ხელისუფალს, ყველაფერი გავაკეთე, გადმოსვენებიდან, მათი ღირსეული, სამხედრო პატივით დაკრძალვის ჩათვლით

კიდევ ერთხელ გირჩევთ, დაღუპული მეომრების სახელით სპეკულირება არის უზნეო საქციელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს კახეთში განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მთავრობამ გააკეთა ყველაფერი, დაღუპულთა გადმოსვენებიდან, სამხედრო პატივით მათი დაკრძალვის ჩათვლით.

„რაც მევალებოდა მე, როგორც ხელისუფალს და მთავრობას, ყველაფერი გავაკეთე. დაწყებული მათი გადმოსვენებიდან, დამთავრებული მათი ღირსეული, სამხედრო პატივით დაკრძალვით. დანარჩენი ყველაფერი არის უბრალოდ სპეკულაციები. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


ცნობისთვის, უკრაინაში უკვე 9 ქართველი მებრძოლია დაღუპული. ესენი არიან: ნიკა შანავა, დავით მენაბდიშვილი, გია ბერიაშვილი, დავით რატიანი, დავით გობეჯიშვილი, ბახვა ჩიქობავა, არკადი კასრაძე, ზაზა ბიწაძე და ალიკა ცაავა.


ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.