დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი უკრაინას რუსეთთან წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებას ჰპირდება. სამხედრო დახმარების შესახებ ჯონსონი პრეზიდენტ ზელენსკის ესაუბრა.
„დღეს შუადღისას ვაცნობე ჩემს მეგობარს, პრეზიდენტ ზელენსკის, შემდგომი სამხედრო დახმარების შესახებ, რომელსაც უკრაინას უახლოეს დღეებში გავუწევთ. დიდი ბრიტანეთი არ შეჩერდება, რათა უკრაინელებს ჰქონდეთ საჭირო რესურსები, დაიცვან თავიანთი ქვეყანა რუსული იერიშისგან. ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ“, - აღნიშნულია ბორის ჯონსონის Facebook პოსტში.
დიდი ბრიტანეთი უკრაინას აქტიურად უჭერს. 9 აპრილს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ჯონსონი უკრაინაში ჩავიდა. ჯონსონი პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ამის შემდეგ, ჯონსონის ოფისმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 ჯავშანმანქანას და ახალ საზენიტო-სარაკეტო სისტემებს მიაწვდის.
ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.