საპარლამენტო ოპოზიცია ინიციატივით გამოდის, ფაშიზმზე გამარჯვების დღე 8 მაისს აღინიშნოს

დეპუტატებმა თეონა აქუბარდიამ, არმაზ ახვლედიანმა, ხათუნა სამნიძემ, გიორგი ვაშაძემ, ტარიელ ნაკაიძემ და პაატა მანჯგალაძემ „შრომის კოდექსში“ ცვლილებები მოამზადეს, რომლებიც უქმე დღედ, 8 მაისის გამოცხადებას გულისხმობს.

„საბჭოთა კავშირში დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით, რუსეთი და პოსტსაბჭოთა ქვეყნები, მათ შორის საქართველო, სსრკ-ს დაშლის შემდეგაც გამარჯვების დღეს 9 მაისს აღნიშნავენ. გამონაკლისია მხოლოდ ბალტიისპირეთის ქვეყნები და უკრაინა, სადაც დიდი ბრიტანეთის, აშშ-სა და ევროპის (საფრანგეთი, გერმანია, ჩეხეთი და ა.შ.) მსგავსად, ეს თარიღი 8 მაისს აღინიშნება", - ვკითხულობთ პროექტის განმარტებით ბარათში.

ცვლილებების პროექტში პარლამენტის ბიუროს 18 აპრილის სხდომაზე გავა.