უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსახულებით, საკოლექციო მონეტების გაყიდვა დაიწყო. მათი ყიდვა 100 დოლარად არის შესაძლებელი. მონეტის ერთ მხარეს ორი ქვეყნის დროშების ფონზე გამოსახული არიან შეერთებული შტატების და უკრაინის პრეზიდენტები ჯო ბაიდენი და ვოლოდიმირ ზელენსკი, მეორეზე კი, უკრაინის ლიდერი აშშ-ის კონგრესში გამოსვლისას. მონეტის ტირაჟი 2,5 ათასს შეადგენს და თითოეულ მათგანს ახლავს ავთენტურობის დამადასტურებელი მოწმობა.
თეთრი სახლის ცნობით, მონეტების გაყიდვიდან მიღებული მოგება მთლიანად უკრაინელი ხალხის ჰუმანიტარულ დახმარებას მოხმარდება.