ევროკავშირი უკრაინის დასახმარებლად დამატებით, €50 მილიონს გამოყოფს

ევროკავშირი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად დაზარალებული მშვიდობიანი მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებებისთვის დამატებით, 50 მილიონ ევროს
გამოყოფს. დახმარება მიემართება გადაუდებელ სამედიცინო სერვისებზე. ასევე, თანხა მოხმარდება უსაფრთხო სასმელ წყალზე ხელმისაწვდომობას, ფულადი დახმარებისა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ დაცვის უზრუნველყოფას.

ჯამში ევროკავშირმა ჰუმანიტარული საჭიროებებისთვის უკრაინაში 143 მილიონი ევრო გამოყო.


ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.