სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვს ეწვევა, სომხური მედიის ცნობით, ამის შესახებ კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„შექმნილი საერთაშორისო ვითარების გათვალისწინებით, ეს განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენაა. ასევე, ამ კვირაში პუტინი გააგრძელებს შეხვედრების სერიას ეკონომიკურ ვითარების განსახილველად“, - ციტირებს პესკოვს სომხური მედია.