ავსტრიამ რუსული ბუნებრივი აირის იმპორტის შეწყვეტა, შესაძლოა, რამდენიმე წელიწადში შეძლოს, - განაცხადა ავსტრიის კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა განაცხადა.
„ავსტრია 80%-ით არის დამოკიდებული რუსულ გაზზე. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია ეს დღეს ან ხვალ მოხდეს“, - განაცხადა ავსტრიის კანცლერმა.
ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.