უკვე 50 დღეა, ვიმყოფები სრულ ალყაში და არც იმის დროს მაქვს, რამე წავიკითხო, ყოველდღიურად მიწევს ბრძოლა მტრის მიერ ალყაშემორტყმული ქალაქის ყოველი მეტრისთვის. თქვენ, ალბათ, სიცოხლის განმავლობაში ბევრი რამ გინახავთ, თუმცა დარწმუნებული ვარ, ვერასოდეს ნახავდით, რაც ხდება მარიუპოლში: ზუსტად ასე გამოიყურება ჯოჯოხეთი დედამიწაზე, - ამ სიტყვებით მიმართა უკრაინის 36-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადის მეთაურმა სერგეი ვალინამ რომის პაპს.
"მის უწმინდესობას, პაპა ფრაციკს!
მე არ ვარ კათოლიკე, მართლმადიდებელი ვარ. მწამს ღმერთი და ვიცი, რომ ნათელი გაიმარჯვებს წყვდიადზე.
არ მინახავს და არ წამიკითხავს თქვენი მოწოდება მსოფლიოს მიმართ. უკვე 50 დღეა, ვიმყოფები სრულ ალყაში და არც იმის დროს მაქვს, რამე წავიკითხო, ყოველდღიურად მიწევს ბრძოლა მტრის მიერ ალყაშემორტყმული ქალაქის ყოველი მეტრისთვის. თქვენ ალბათ სიცოხლის განმავლობაში ბევრი რამ გინახავთ, თუმცა დარწმუნებული ვარ, ვერასოდეს ნახავდით, რაც ხდება მარიუპოლში. - ზუსტად ასე გამოიყურება ჯოჯოხეთი დედამიწაზე.
მიაწოდეთ მსოფლიოს სიმართლე, მოახდინეთ ხალხის ევაკუაცია და დაიხსენით ისინი სატანისგან, რომელსაც დედამიწაზე ყველა სულიერის დაწვა სურს! - წერს საზღვაო ქვეითი რომის პაპს", - ვკითხულობთ წერილში.
ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.