მედია: უკრაინის თითქმის ყველა რეგიონში საჰაერო თავდასხმის განგაშია გამოცხადებული

უკრაინის თითქმის ყველა რეგიონში საჰაერო თავდასხმის შესახებ გამაფრთხილებელი განგაში გამოცხადდა, - ამის შესახებ ბელორუსის დამოუკიდებელი მედია Nexta, Twitter-ზე წერს.

,,უკრაინის თითქმის ყველა რეგიონში, ოკუპირებული ხერსონის რეგიონისა და ყირიმის გარდა, საჰაერო თავდასხმის განგაში გამოცხადდა", - ნათქვამია ინფორმაციაში. 

დონბასში რუსეთის ძალების მიერ შეტევითი ოპერაციის ნიშნები ფიქსირდება. ამის შესახებ უკრაინული მედია ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბზე დაყრდნობით წერს.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, მტერი არ წყვეტს მცდელობებს სრული კონტროლი დაამყაროს ხერსონის ოლქში.


ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება. 


ასევე წაიკითხეთ

ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა: რუსეთი მარიუპოლში სირიისა და ჩეჩნეთის ომში გამოყენებულ ტაქტიკას იყენებს