უკრაინა მზადაა, ვიქტორ მედვედჩუკი მარიუპოლის მცხოვრებლებსა და დამცველებში გაცვალოს

უკრაინა მზადაა, ვიქტორ მედვედჩუკი მარიუპოლის მცხოვრებლებსა და დამცველებში გაცვალოს, განაცხადა დეპუტატმა ფრაქცია „ხალხის მსახურიდან“, ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის საპარლამენტო კომიტეტის წევრმა ფედირ ვენისლავსკიმ. მისი თქმით, უკრაინა ელოდება რუსეთის ხელმძღვანელობის რეაქციას მედვედჩუკის წინადადებაზე.

შეგახსენებთ, პუტინთან დაახლოებული პოლიტიკოსი და ოლიგარქი, ვიქტორ მედვედჩუკი 12 აპრილს დააკავეს. მედვედჩუკი სახელმწიფო ღალატში იყო ბრალდებული და შინაპატიმრობაში იმყოფებოდა, თუმცა რუსეთის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან 3 დღის შემდეგ გაიქცა. დაკავებამდე მისი ადგილსამყოფელი უცნობი იყო.


ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.


ამავე თემაზე

პატიმრობაში მყოფი ვიქტორ მედვედჩუკი ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის საკუთარი თავის მარიუპოლის დამცველებსა და მცხოვრებლებში გაცვლას სთხოვს.