ოლექსი არესტოვიჩი: ჩვენმა სამხედროებმა ბევრი საინტერესო პერსონაჟი შეიპყრეს

ჩვენმა სამხედროებმა ბევრი საინტერესო პერსონაჟი შეიპყრეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.

„ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ყველა გავცვალოთ. იმდენი ტყვე გვყავს და მათ შორის არიან ისეთი პერსონაჟები, რომლებზეც თითოზე 50-80 კაცს მოგვცემენ, ძალიან ღირებული“, – თქვა არესტოვიჩმა.


ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.


ასევე წაიკითხეთ:

უკრაინა მზადაა, ვიქტორ მედვედჩუკი მარიუპოლის მცხოვრებლებსა და დამცველებში გაცვალოს