ოლაფ შოლცი ვლადიმერ პუტინს: შეაჩერეთ უკრაინის ქალაქების დაბომბვა

"რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უკრაინაში გამარჯვების საშუალება არ უნდა მიეცეს", - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლციმ განცხადა.

ამასთან, კანცლერმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მიმართა, უკრაინაში ომი შეაჩეროს.

"შეაჩერეთ უკრაინის ქალაქების დაბომბვა. მიეცით ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის რეჟიმის დაწესების საშუალება და გამოიყვანოთ თქვენი ჯარები. შეაჩერეთ ეს საშინელი ომი", - აღნიშნა ოლაფ შოლცმა.


შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა.

12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან.


ასევე წაიკითხეთ:

მზარდი კრიტიკის ფონზე, ოლაფ შოლცი გერმანიის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას კვლავ ემხრობა - Reuters