ლუჰანსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: რუსმა დამპყრობლებმა ვერც რუბეჟნოეში და ვერც პოპასნაიაში შეღწევა შეძლეს

"ლუჰანსკის რაიონში რუსმა დამპყრობლებმა ვერც რუბეჟნოეში და ვერც პოპასნაიაში შეღწევა შეძლეს", - ამის შესახებ ლუგანსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგი გაიდაიმ განაცხადა.

„მათ ვერ აიღეს ვერც რუბეჟნოე და ვერც პოპასნაია, ნუ ენდობით სეპარატისტ მჯღაბნელებს", - აღნიშნა გაიდაიმ.


ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.


ასევე წაიკითხეთ:

უკრაინის შეიარაღებული ძალები: რუსი ოკუპანტების ჯამურმა საბრძოლო დანაკარგმა 21 000 სამხედროს გადააჭარბა