უკრაინის თავდაცვის სამინისტრო: რუსეთის ფედერაციამ, შესაძლოა, „აზოვსტალში“ მყოფი ადამიანების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენოს

რუსეთის ფედერაციამ, შესაძლოა, „აზოვსტალში“ მყოფი ადამიანების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენოს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო იუწყება.

"აზოვსტალის" ქარხანაში უკრაინელი დამცველებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების გეგმებზე რუსეთს რუსეთს უარი არ უთქვამს. საკუთარ სამხედრო მოსამსახურეებს შორის დანაკარგების თავიდან აცილების მიზნით, რუსეთის ფედერაციამ, შესაძლოა, „აზოვსტალში“ მყოფი ადამიანების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენოს,“- აცხადებენ უკრაინის თავდაცვის სამინისტროში.


ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.


ასევე წაიკითხეთ:

Reuters-ი: რუსეთში, ბრიანსკში ნავთობსაცავში ხანძარი გაჩნდა