დიდი ბრიტანეთი უკრაინას Stormer-ის ჯავშანმანქანებს მიაწვდის

დიდი ბრიტანეთი უკრაინას მცირე რაოდენობით Stormer-ის ჯავშანტექნიკას მიაწვდის. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, ბრიტანეთის შეფასებებმა ცხადყო, რომ კონფლიქტის დროს დაახლოებით 15 000 რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, ხოლო ჯავშანტექნიკის 2 000 ერთეული, მათ შორის დაახლოებით 530 ტანკი, 60 ვერტმფრენი და საბრძოლო თვითმფრინავი განადგურდა.

„ახლა შემიძლია გამოვაცხადო, რომ ჩვენ უკრაინას გადავცემთ მცირე რაოდენობით ჯავშანტექნიკას, რომელიც აღჭურვილია საჰაერო რაკეტებისთვის გამშვები მოწყობილობებით“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა.