აშშ-ის გენშტაბის ხელმძღვანელმა მარკ მილიმ ბირთვული ომის საფრთხეზე სერგეი ლავროვის განცხადებას სრულიად უპასუხისმგებლო უწოდა.
„ყოველთვის, როცა ქვეყნის ლიდერი იწყებს მუქარით საუბარს ბირთვულ ომზე, ამას ყველა სერიოზულად იღებს", - განაცხადა მილმა CNN-თან.
საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 26 აპრილს თქვა, რომ ბირთვული ომის საფრთხე „რეალურია“.