ვლადიმერ პუტინი დასავლეთის მიმართ ახალი მუქარით გამოვიდა
რუსეთის პრეზიდენტმა დასავლეთს მორიგი მუქარა გაუგზავნა და განაცხადა, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც უკრაინაში სიტუაციაში ჩარევას დააპირებს, ელვისებური პასუხის წინაშე აღმოჩნდება. პუტინის ახალი მუქარის შესახებ BBC წერს.
„თუ ვინმე გარედან გადაწყვეტს, ჩაერიოს მიმდინარე მოვლენებში და ჩვენთვის შექმნიან სტრატეგიულ საფრთხეებს, უნდა იცოდნენ, რომ ელვისებურ პასუხს მიიღებენ. ჩვენ ამისთვის გვაქვს ყველა ინსტრუმენტი, ისეთები, რომლებითაც ახლა ვერავინ დაიტრაბახებს. ჩვენ კი ტრაბახს არ ვაპირებთ, ჩვენ მათ გამოვიყენებთ, თუ საჭირო გახდება და მინდა, ამის შესახებ ყველამ იცოდეს“, - განაცხადა პუტინმა.