საქართველოს, როგორც აშშ-ის საიმედო სტრატეგიული პარტნიორის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ დამტკიცდა ორპარტიული „საქართველოს მხარდამჭერი აქტის“ მიღებით,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, სოციალურ ქსელში წერს.
ილია დარჩიაშვილი საქართველოს მხარდამჭერი აქტის წარმატებაში გაწეული ძალისხმევისთვის ადამ კინზინგერსა და ჯერი კონოლის მადლობას უხდის.
„საქართველოს, როგორც აშშ-ს საიმედო სტრატეგიული პარტნიორის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ დამტკიცდა ორპარტიული "საქართველოს მხარდამჭერი აქტის" მიღებით. მადლობა საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებს - ადამ კინზინგერსა და ჯერი კონოლის, საქართველოს მხარდამჭერი აქტის წარმატებაში გაწეული ძალისხმევისთვის“, - წერს დარჩიაშვილი Twitter-ზე.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ დაამტკიცა. კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე კონგრესმენებმა, ჯერი კონოლიმ (დემოკრატი) და ადამ კინზინგერმა (რესპუბლიკელი) წარადგინეს.
ასევე წაიკითხეთ: