ჯო ბაიდენი კონგრესს, უკრაინის დასახმარებლად $33 მილიარდიანი პაკეტის დამტკიცებას სთხოვს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, კონგრესს უკრაინის დასახმარებლად  $ 33 მილიარდიანი პაკეტის დამტკიცებას სთხოვს. აქედან $20 მილიარდი სამხედრო დახმარებას მოხმარდება, ხოლო $8,5 მილიარდი ეკონომიკურ დახმარებას.

კიდევ $ 3 მილიარდი კი ჰუმანიტარული მიზნებისთვის დაიხარჯება. მათ შორის სასურსათო უსაფრთხოების სფეროში, იტყობინება Reuters ადმინისტრაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, ასევე გამოაცხადა ახალი მოთხოვნა აშშ-ს ადმინისტრაციისგან დამატებითი თანხების გამოყოფის შესახებ. კერძოდ, საუბარია $15,5 მილიარდზე თავდაცვითი დახმარებისთვის. „მოხარული ვარ, რომ ახლა თქვენს წინაშეა დამატებითი მოთხოვნა. ეს ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი ძალისხმევის მხარდასაჭერად რამდენიმე ფრონტზე“, - თქვა ბლინკენმა სენატის კომიტეტის მოსმენის დროს.

ბლინკენის თქმით, $8,5 მილიარდის ეკონომიკური დახმარებადან, რომელიც ჩართული იქნება ბაიდენის ახალ პაკეტში, $7,5 მილიარდი მოხმარდება უკრაინის პირდაპირ საბიუჯეტო მხარდაჭერას.

ბაიდენის სიტყვით გამოსვლა უკრაინაში შექმნილი ვითარების შესახებ 28 აპრილს გვიან იგეგმება. სიტყვით გამოსვლისას, ის ქვეყნის მხარდასაჭერად ახალ ზომებს დააანონსებს.


ასევე წაიკითხეთ