სალომე ზურაბიშვილმა საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევის მიზეზები დაასახელა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Foreign Policy-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ქვეყნიდან უკრაინის ელჩის გაწვევას კავშირი აქვს შიდა პოლიტიკასთან.

„ეს არის დაკავშირებული შიდა პოლიტიკასთან საქართველოში და ზოგიერთი ქართული ოპოზიციური პარტიის კავშირებთან ზოგიერთ უკრაინელ ლიდერთან. არ მსურს ვინმეს მხილება… ახლა ჩვენი უკრაინელებთან ურთიერთობა უნდა იყოს, რაც შეიძლება ახლო. ყველაფერი, რაც რაიმე სახის უთანხმოებას აჩვენებს, და ეს ვუთხარი უკრაინელ ლიდერებს, ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით, წყალს ასხამს რუსეთის წისქვილზე. ამიტომ არ მიყვარს ამ საკითხის განხილვა, მაგრამ ცხადია, რომ საქართველოში არიან ოპოზიციის ლიდერები, სააკაშვილთან დაახლოებულები. სააკაშვილი კი უკრაინაში იმყოფებოდა და მეგობრები ჰყავს, ის ცდილობს საქართველო და უკრაინას შორის ურთიერთობების დაძაბვას, რისი დროც ახლა, ჩემი აზრით, არ არის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ელჩი საქართველოდან 1-ელ მარტს გაიწვია.