სალომე ზურაბიშვილის თქმით, დღეს რუსეთი ახორციელებს აგრესიას უკრაინის მიმართ, ამავე დროს, ნერვების ომი აქვს მოლდოვასთან და საქართველოსთან

„დღეს რუსეთი სრულად არის ჩართული თავის აგრესიაში უკრაინის მიმართ, ამავე დროს, ნერვების ომი აქვს დაწყებული მოლდოვასთან და თუნდაც საქართველოსთან, „სამხრეთ ოსეთის“ ქმედებების შედეგად, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად. ჩვენ გვჭირდება ჩვენი პარტნიორების სრული ყურადღება და მხარდაჭერა, ჩვენ თავად არ უნდა დავიწყოთ პანიკის დათესვა“, - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვაშინგტონში ჟურნალისტებთან გააკეთა, როდესაც შეერთებულ შტატებში ვიზიტი შეაჯამა.

„იყო სხვადასხვა სცენარზე საუბარი, მაგრამ მე არ ვიხმარდი სიტყვას - მოსალოდნელი საფრთხე. არსებობს სცენარები და ამიტომ არის საჭირო, ჩვენ ვიყოთ ყურადღების ქვეშ და არა იმიტომ, რომ პანიკა დაითესოს ამ საფრთხეების მიმართ. დღეს რუსეთი სრულად არის ჩართული თავის აგრესიაში უკრაინის მიმართ, ამავე დროს, ნერვების ომი აქვს დაწყებული მოლდოვასთან და თუნდაც საქართველოსთან, „სამხრეთ ოსეთის“ ქმედებების შედეგად, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად. ჩვენ გვჭირდება ჩვენი პარტნიორების სრული ყურადღება და მხარდაჭერა, ჩვენ თავად არ უნდა დავიწყოთ პანიკის დათესვა“, - განუცხადა ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს.


ამავე თემაზე