"მოსკოვში 9 მაისის სამხედრო აღლუმს არცერთი უცხოელი ლიდერი არ დაესწრება. მოსკოვში დაგეგმილ აღლუმს არც ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო დაესწრება", - ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განუცხადა.
„გამარჯვების დღის 77-ე წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმზე უცხოელი ლიდერები არ მოგვიწვევია. საქმე ისაა, რომ ეს საიუბილეო თარიღი არაა. ეს ჩვენი დღესასწაულია, რომელიც წმინდაა მთელი რუსეთისა და რუსი ხალხისთვის. მოსკოვში დაგეგმილ აღლუმს არც ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო დაესწრება", - განაცხადა პესკოვმა.