იუსტიციის მინისტრი: მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწევა

პენიტენციური სამსახური გადაწყვეტილებას ყოველთვის პატიმრის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე იღებს“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, ჟურნალისტებთან საუბრისას.

რატი ბრეგაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწევა.

"სპეციალური პენიტენციური სამსახური ყოველთვის მოქმედებდა, და ბუნებრივია, ეს მომავალშიც ასე იქნება, ნებისმიერი მსჯავრდებულის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე - თითოეულ მათგანს ადეკვატური სახის სამედიცინო მომსახურება ეწევა. რა თქმა უნდა, ამაზე უნდა იყოს მათივე თანხმობაც“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.


ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული. შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა ცნობილია. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს.