ირაკლი კობახიძე: იმედი გვაქვს, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებენ

"იმედი გვაქვს, სამივე ქვეყანა: საქართველო, უკრაინა და მოლდოვა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებენ. ამის პერსპექტივა არის ძალიან კარგი და შესაბამისად, ჩვენ ამის იმედი უნდა დავიტოვოთ", - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„სამწუხაროდ, ბოლო დროს გაკეთებული იყო რამდენიმე არც თუ დადებითი განცხადება ევროპელი ლიდერების მხრიდან და მით უმეტეს, კონსენსუსია საჭირო გადაწყვეტილების მიღებისთვის. ეს ცოტა გვაშფოთებს, თუმცა საბოლოოდ, იმის იმედი გვაქვს, რომ სამივე ქვეყანასთან მიმართებით დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული და სამივე ქვეყანა – საქართველო, უკრაინა და მოლდოვა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებენ. ამის პერსპექტივა არის ძალიან კარგი და შესაბამისად, ჩვენ ამის იმედი უნდა დავიტოვოთ“, – აღნიშნა კობახიძემ.


ცნობისთვის, ლუქსემბურგში საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადმოეცა.


ასევე წაიკითხეთ: