საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.
ტელეარხ BFMTV-ის ცნობით, ორი პრეზიდენტის სატელეფონო საუბარი ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.
ეს პუტინისა და მაკრონის პირველი სატელეფონო საუბარია მას შემდეგ რაც, მაკრონმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა.
რა საკითხები განიხილეს პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბრის დროს, ჯერჯერობით უცნობია.