ევროპაში NATO-ს შეიარაღებული ძალების მეთაურად ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ ამერიკელი გენერალი კრისტოფერ კავოლის კანდიდატურა დაამტკიცა.
კავოლი ევროპასა და აფრიკაში ამერიკის სახმელეთო ჯარებს მეთაურია. ევროპაში NATO-ს შეიარაღებული ძალების მეთაურის პოსტზეის ტოდ უოლტერსს შეცვლის. უფლებამოსილების გადაბარების ცერემონია სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ზაფხულში, ბელგიაში გაიმართება.
კავოლის დანიშვნას, NATO-ს სანქციით, ხელი მოაწერა ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.