უკრაინულმა ძალებმა კიდევ ერთი სოფელი დაიბრუნეს ხარკოვის რეგიონში. კონტრშეტევა რუსეთის ძალების წინააღმდეგ გრძელდება. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ათავსებდნენ დროშას შენობაზე სოფელ მოლოდოვაში, უკრაინა-რუსეთის საზღვრიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით მხოლოდ 13 მილის დაშორებით. CNN-მა დაადგინა და გადაამოწმა ვიდეოს ავთენტურობა.
"ჩვენ ასე ვათავისუფლებთ", - ისმის ვიდეოში ჯარისკაცის სიტყვები. „ნაბიჯ-ნაბიჯ სოფელ-სოფელ“.
უკრაინაში ბრძოლები და დაბომბვის უმეტესი ნაწილი დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონებში მიმდინარეობს. აქ რუსეთის ძალებს ეხმარებიან რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები.