პრეზიდენტი: მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის, ევროკავშირსა და NATO-ში უფრო სწრაფი ინტეგრაცია გვჭირდება. ჩვენი მაქსიმალური უსაფრთხოება ომი ვერ იქნება, რადგან არასდროს შეგვეძლება რუსეთთან ომის მოგება

„ის, რაც ნამდვილად გვჭირდება, არის უფრო სწრაფი, საიმედო გზა ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის მიმართულებით, რადგან აქ ვხედავთ მაქსიმალურ უსაფრთხოებას. ჩვენი მაქსიმალური უსაფრთხოება ომი ვერ იქნება, რადგან არასდროს შეგვეძლება რუსეთთან ომის მოგება“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გერმანულ მედია Deutsche Welle-სთან ინტერვიუში განაცხადა.

  • ფიქრობ, მუდამ შეგვიძლია, გვქონდეს მეტი თავდაცვითი იარაღი, მხოლოდ ეს შეუძლია საქართველოს. გვქონდა საკმარისი რაოდენობით წვრთნები, მხოლოდ 2 თვის წინ გვქონდა NATO-ს წვრთნები. გვქონდა წვრთნები პირდაპირ ბრძოლის ველზე, როცა ქართველი ჯარისკაცები, საკმაო რაოდენობით, გერმანელებთან ერთადაც, ავღანეთში იყვნენ. NATO მიგვიჩნევს ინტეგრაციის პოლიტიკის კუთხით ერთ-ერთ კარგ პარტნიორად. ის, რაც ნამდვილად გვჭირდება, არის უფრო სწრაფი, საიმედო გზა ევროკავშირსა და NATO--ში ინტეგრაციის მიმართულებით, რადგან აქ ვხედავთ მაქსიმალურ უსაფრთხოებას. ჩვენი მაქსიმალური უსაფრთხოება ომი ვერ იქნება, რადგან არასდროს შეგვეძლება რუსეთთან ომის მოგება“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.