თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე ჯენ ფსაკის კარინ ჟან-პიერი ჩაანაცვლებს. ამის შესახებ თეთრ სახლში განაცხადეს.
როგორც ცნობილია, ჯენ ფსაკი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას მომდევნო კვირას დატოვებს. ამასთან, კარინ ჟან-პიერი აქამდე თეთრი სახლის პრესმდივნის მთავარი მოადგილის ფუნქციებს ასრულებდა.