ჰოლივუდის მსახიობი, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის სპეციალური წარმომადგენელი ანჯელინა ჯოლი უკრაინაში ჰუმანიტარული საკითხების მოგვარებას გეგმავს.
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა ცნობილ ამერიკელ მსახიობთან ვიდეოზარი გამართა. ანდრეი იერმაკმა მსახიობს უკრაინაში ჰუმანიტარული მიზნით ბოლო ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.
მსახიობმა გამოთქვა მზადყოფმა, ითანამშრომლოს პასუხისმგებელ პირებთან და სტრუქტურებთან, რომლებიც უშუალოდ ზრუნავენ ბავშვების პრობლემებზე, რათა მათ საჭირო, სათანადო დახმარება გაუწიონ.
ჰოლივუდის ვარსკვლავის თქმით, მას ასევე ძალიან აწუხებს მზრუნველობის გარეშე დარჩენილი ბავშვების ბედი, რომლებიც დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რჩებიან.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანჯელინა ჯოლი კვლავ მიიწვია უკრაინაში.