თურქეთის პრეზიდენტი აზერბაიჯანს ეწვევა. რეჯეფ თაიფ ერდოღანი TEKNOFEST-ის საავიაციო, კოსმოსური და ტექნოლოგიების საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
TEKNOFEST-ი აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის სამინისტროს მიერ არის ორგანიზებული. ღონისძიება ყოველწლიურად, 2018 წლიდან, თურქეთის წარმომადგენლების ჩართულობით იმართება. მათ შორის თურქეთის მრეწველობისა და ტექნოლოგიების სამინისტრო და Baykar Makina-ს ტექნიკური დირექტორი, 60-ზე მეტი თურქული უნივერსიტეტი და კერძო კომპანია.
ღონისძიების მიზანია ისეთი სფეროების პოპულარიზაცია, როგორიცაა ავიაცია, კოსმოსური ინდუსტრია და ციფრული ეკონომიკა, ამ სფეროებში მეწარმეების წახალისება, ფესტივალის ფარგლებში ორგანიზებული კონკურსების საშუალებით ახალგაზრდა ინჟინრების ცოდნისა და უნარების გამოვლენა, ასევე, ეროვნული ტექნოლოგიების წარმოჩენა ფართო საზოგადოებისთვის.
ფესტივალი 26-29 მაისს გაიმართება.