ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში საარჩევნო უბნები დაიხურა

თბილისის დროით 21:00 საათზე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში საარჩევნო უბნები დაიხურა. დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნებში, მოქმედ ე.წ პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს, პარტია „ნიხასის“ თავმჯდომარე ალან გაგლოევი უპირისპირდება, რომელმაც პირველ ტურში ხმების 38,55% მიიღო.

ბიბილოვს ხმა მისცა 34,95%-მა. გაგლოევს მხარი დაუჭირა სამივე კანდიდატმა, რომლებიც მეორე ტურში ვერ გადავიდნენ. მათ მიერ მიღებული ხმების რაოდენობა ჯამში 60%-ს პროცენტს შეადგენს.

გაგლოევმა მომხრეებს ცენტრალურ მოედანზე გასვლისა და ხმების დაცვისკენ მოუწოდა, რადგან მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ სწორედ ის ლიდერობს ე.წ. არჩევნებში. დე ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, წინასწარი შედეგები 23:00 საათის შემდეგ გამოცხადდება.