ერდოღანი: დროა, უკრაინაში ომთან დაკავშირებით, ევროკავშირმა ახალი ისტორია დაწეროს

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის ომის შედეგებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, თუ რამდენად სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს თურქეთს ევროკავშირისთვის ბევრ სფეროში, რეჯეფ თაიფ ერდორანმა მაგალითად, გამოყო უსაფრთხოება, მიგრაცია, მიწოდების ჯაჭვები და განსაკუთრებით ენერგეტიკა. თურქეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი და ევროკავშირი ურთიერთობის გასაუმჯობესებლად და საერთო გამოწვევების დასაძლევად უნდა ფოკუსირდნენ საერთო ღირებულებებზე და არა განსხვავებებზე.

„დროა, ევროკავშირმა, რომელიც ჩამოშორდა თავის დამფუძნებელ პრინციპებს და ბოლო წლებში წევრი ქვეყნების მოკლევადიანი პოლიტიკის გავლენის ქვეშაა, უკრაინაში ომთან დაკავშირებით საკუთრი, ახალი ისტორია დაწეროს“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

მან ასევე შეაქო ევროკავშირის პროექტის წარმატება, რომელიც 1950 წლის 9 მაისს, შუმანის დეკლარაციის გამოცხადებით დაიწყო.

„შუმანის დეკლარაციის მიღმა არსებულმა იდეებმა საშუალება მისცა ევროპის ქვეყნებს, გვერდზე გადაედოთ უთანხმოება, მტრობა და გაერთიანდნენ მშვიდობის, უსაფრთხოების, განვითარებისა და კეთილდღეობისთვის ომის შემდეგ, რომელიც ანგრევდა მთელ მსოფლიოს“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.