ჩრდილოეთ კორეის დიქტატორმა, კიმ ჩენ ინმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს გამარჯვების დღე მიულოცა და მოსკოვის მიმართ "მტკიცე სოლიდარობა" გამოხატა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
"ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული და ტრადიციული მეგობრული ურთიერთობა სტაბილურად განვითარდება", - აღნიშნავს კიმ ჩენ ინი.
ცნობისთვის, გუშინ მოსკოვში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი აღლუმის საჰაერო ნაწილი გაუქმდა. რუსეთში 9 მაისს, ნაციზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავს აღნიშნავენ.
ასევე წაიკითხეთ:
- ვლადიმერ პუტინი: რუსეთმა პროაქტიულად უპასუხა აგრესიას. ეს იყო იძულებითი და ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება
- მოსკოვში აღლუმის საჰაერო ნაწილი გაუქმდა