ბულგარეთი ივნისიდან თხევად გაზს აშშ-სგან უფრო დაბალ ფასში იყიდის, ვიდრე „გაზპრომისგან“,- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ბულგარეთის ხელისუფლება ავრცელებს.
შესაბამისი შეთანხმება ბულგარეთის პრემიერ-მინისტრ კირილ პეტკოვსა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ კამილა ჰარისის შეხვედრისას იყო მიღწეული. ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპაში მიმდინარე პროცესები, არის ცხადი ნიშანი იმისა, რომ ენერგეტიკის სფეროში გადამჭრელი ზომების მიღების პროცესი დაჩქარდეს. თავის მხრივ კამილა ჰარისმა, ბულგარეთს მიულოცა და განაცხადა, რომ ქვეყანამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო.
„გაზპრომმა“ პოლონეთსა და ბულგარეთს 27 აპრილიდან გაზის მიწოდების შეწყვიტის შესახებ აცნობა.
1-ელი აპრილიდან რუსეთის ხელისუფლება „არამეგობრული ქვეყნებისგან“ რუსული რუბლით გაზის მიწოდების ანგარიშსწორებას ითხოვს. ამისთვის უცხოელმა მყიდველებმა უნდა გახსნას ანგარიში „გაზპრომბანკში“. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუბლით გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში „არსებული კონტრაქტები შეწყდება“.
ასევე წაიკითხეთ: