აშშ-ის ხელისუფლებამ უკრაინასთან სადაზვერვო მონაცემების გაცვლის მიზნით, ახალი წესი შეიმუშავა. Washington Post-ი აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ დოკუმენტი აკრძალვებს აწესებს ორი ტიპის ინფორმაციაზე, რომლებიც აშშ-ის დაზვერვას შეუძლია, უკრაინას გაუზიაროს.
მანამდე, ამერიკულმა მედია დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გადასცა ინფორმაცია, რასაც შეეძლო, გამოეწვია რამდენიმე რუსი გენერლის სიკვდილი, ასევე, კრეისერ „მოსკვას“ ჩაძირვა.