"მოსკოვს სურს, რომ სამხრეთ კავკასია მშვიდობის ზონად გადაიქცეს", - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
"რუსული მხარე დაინტერესებულია, რომ სამხრეთ კავკასია მშვიდობის, მდგრადი განვითარებისა და აღორძინების ზონად გადაიქცეს", - განაცხადა ლავროვმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო მინისტრებს, ჯეიჰუნ ბაირამოვსა და არარატ მირზოიანს დუშანბეში დსთ-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის ფარგლებში 12 მაისს შეხვდა.