დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
მიწისძვრა თბილისის დროით 21:14 საათზე დაფიქსირდა და ის 4.5 (ML) მაგნიტუდის სიდიდის იყო. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქვემო ქართლში, სოფელ სამებასთან იყო.