ევროკავშირი არ დაუშვებს, უკრაინას რუსეთთან ომში იარაღი ამოეწუროს. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერას განაგრძობს.
„ვფიქრობ, ეს მხარდაჭერა ბრძოლის ველზე სიტუაციას ცვლის. უნდა შევავსოთ რესურსები და მარაგი. ეს მხარდაჭერა ამჟამად უმნიშვნელოვანესია, რადგან ომმა გარდამტეხ მომენტს მიაღწია და ჩვენ არ შეგვიძლია, დავუშვათ, რომ უკრაინას აღჭურვილობა ამოეწუროს და ჩვენ ამას არც დავუშვებთ“, - აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.