აშშ-ის სახელწმიფო მდივნის უფროსმა მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში დერეკ შოლემ საქართველოში ვიზიტის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. დერეკ შოლემ შესაბამისი პოსტი Twitter-ზე განათავსა.
დერეკ შოლეს თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის მიმართულებით საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას.
„ვაფასებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ჩვენი ორმხრივი პარტნიორობის განხილვის შესაძლებლობას. ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება საქართველოს მხრიდან, მრავალმხრივი ძალისხმევის ფარგლებში აქტიურ მხარდაჭერას რუსეთის აგრესიული ძალის გაწვევისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის საქმეში“, – აღნიშნავს დერეკ შოლე.
არასამთვრობო სექტორს, თავდავის მინისტრსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროსი მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. „ქორთიარდ მარიოტში“ გამართული შეხვედრის შემდეგ მედიასთან კომენტარი ოპოზიციის წარმომადგენლებმა გააკეთეს.
სახელმწიფო მდივნის უფროს პოლიტიკურ მრჩეველს დერეკ შოლეს საქართველოში ჩატარებული არცერთი შეხვედრის შემდეგ არ უსაუბრია მედიასთან. საქართველომდე დერეკ შოლე მოლდოვაში იმყოფებოდა, სადაც მთავრობასთან ერთად განიხილა უკრაინაში მიმდინარე ომის მოლდოვაზე გავლენა, ასევე, სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში აშშ-მოლდოვის პარტნიორობა.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, შოლეს ვიზიტი გააძლიერებს აშშ-ის მხარდაჭერას მოლდოვის დემოკრატიის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოების მიმართ. საქართველოდან სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი ლონდონში გაემგზავრა.