რუსეთმა ოკუპირებულ ცხინვალთან „შეთანხმების რატიფიცირება“ მოახდინა

რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და რუსეთის ფედერაციას შორის ორმაგი მოქალაქეობის შესახებ „შეთანხმების რატიფიკაციას“ დაუჭირა მხარი. ინიციატივის წარდგენისას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ თქვა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთთან შეთანხმებას გამოარჩევს რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის ცალმხრივი შემოღება.

„პროცედურის პარამეტრებს შესაბამისი განკარგულების მიღების შემდეგ დაადგენს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი“, - განაცხადა რუდენკომ.