ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ გადაწყვეტილება ყველა ფაქტორის, მათ შორის გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებას მოითხოვს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოდგილემ განაცხადა. ლავროვის მოადგილის განცხადებით, რუსეთი თვალს მიადევნებს იმას, თუ როგორ მიმდინარეობს „სამხრეთ ოსეთში“ რეფერენდუმისთვის მზადების პროცესი.
ანდრეი რუდენკოს თქმით, გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილებას ორი მხარის მონაწილეობა დასჭირდება.
„თავდაპირველად შევხედავთ იმას, თუ როგორ უყრიან კენჭს რეფერენდუმზე „სამხრეთ ოსეთის“ მოქალაქეები და შესაბამისად, დაველოდებით რუსეთის ფედერაციის რეაქციას. აქ მხედველობაში მისაღებია ფაქტების ერთობლიობა, მათ შორის, დღევანდელი გეოპოლიტიკური ვითარება, თანადროულობის საკითხი და ამ გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა სწორედ დღეს“, - განაცხადა რუდენკომ რუსეთის სახელმწიფო სათათბიოში დღევანდელი გამოსვლისას.