ფინური ენერგოკომპანია Gasum-ის განცხადებით, რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტი შაბათს, 21 მაისს, ფინური დროით 07:00 სთ-ზე შეწყდება. ამის შესახებ კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
„ძალიან სამწუხაროა, რომ ბუნებრივი აირის მიწოდება ახლა შეჩერდება. თუმცა, ჩვენ ვემზადებოდით ამ სიტუაციისთვის და იმ პირობით, რომ არ იქნება შეფერხებები გაზის გადამცემ ქსელში, უახლოეს თვეებში შევძლებთ ყველა ჩვენს აბონენტს გაზი მივაწოდოთ“, - აღნიშნა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, მიკა ვილიანენსმა.